მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 მაისს "დაცული ტერიტორიების სააგენტო" ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებას გამართავს

სამეგრელო

26 მაისს "დაცული ტერიტორიების სააგენტო" ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებას გამართავს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს. კერძოდ:

"13:00-დან 18:00-მდე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში მდებარე გამორჩეული დაცული ტერიტორიების, მარტვილის კანიონის, კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად იმოგზაურონ.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.

საზეიმო ღონისძიება დასრულდება ნატო გელაშვილის, გიორგი ჭოხონელიძის, ლუკა ჭოხონელიძის, სოფო ბედიას, ბორის ბედიას, ელენე ფოჩხუას, მარიტა როხვაძის, ვერიკო ტურაშვილის, ანსამბლი „ფორტეს“ და ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონის“ კონცერტით", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობამ 26 მაისის აღსანიშნავად 5.3 მლნ ლარი გამოყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები