მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიის საპენსიო ფონდი რეკორდულ $8.2-მილიარდიან ზარალზეა

63e4bbce5d77d
გიორგი თოლორდავა
09.02.23 13:30
4321
გასული 2022 წელი დანიის საპენსიო ფონდმა 8.2 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულა, რაც ATP-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

კოპენჰაგენში დაფუძნებული სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება გასული წლის განმავლობაში 28%-ით შემცირდა, რაც გლობალური საფონდო ბირჟების ვარდნით იყო განპირობებული.

ATP-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარტინ პრესტეგორის განმარტებით, საპენსიო ფონდის არასახარბიელო შედეგები საინვესტიციო პორტფელის ნომინალური ღირებულების შემცირებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა კი ფასიანი ქაღალდების, კერძოდ, კომპანიების აქციების მიმართულებით ფიქსირდება. გარდა ამისა, საგრძნობლადაა შემცირებული ობლიგაციების შეფასებიც.

სახელმწიფო საპენსიო ფონდის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ დანიის მოქალაქეებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან ფონდის დანიშნულება პოზიტიური ამონაგების გრძელვადიან პერსპექტივაში აკუმულირებაა, შესაბამისად, ერთწლიანი ნეგატიური შედეგი ამ სტრატეგიასა და ფონდის საქმიანობაზე გავლენას ვერ იქონიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები