მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Danone-ი აზერბაიჯანში საწარმოს ხურავს

Danone
BM. GE
13.07.25 08:25
609

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რძის პროდუქტების მწარმოებელი ფრანგული კომპანია Danone-ი აზერბაიჯანში საქმიანობას ასრულებს.

ფორმალური საკითხების ჩახურვის შემდეგ, Danoni-ი 2006 წელს რეგისტრირებული შვილობილი კომპანიის ლიკვიდაციას გამოაცხადებს. კრედიტორებს კომპანიის ბაქოში მდებარე სათავო ოფისის ფლობაზე მოთხოვნის წარდგენა ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

მართალია, Danone-ი ადგილობრივ შვილობილ კომპანიას ხურავს, თუმცა ის აზერბაიჯანული ბაზრის დატოვებას არ აპირებს. ფრანგული კომპანია საქმიანობას Avrora Group-ის მეშვეობით გააგრძელებს.

შესაძლოა, გადაწყვეტილება ფრანგული კომპანიის მიერ ხარჯების შემცირების მიზნით წამოწყებული ახალი სტრატეგიის ნაწილი იყოს. როგორც ცნობილია, “Renew Danone”-ის ფარგლებში, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით არარენტაბელურ არაერთ საწარმოს ხურავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები