მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარჩიაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელს შეხვდა

დარჩიაშვილი

2024 წლის 18 თებერვალს, საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნეითანს შეხვდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ფინანსურ სექტორს შორის კავშირების გაძლიერების კუთხით.

უწყების ცნობითვე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის მზარდ ეკონომიკურ პოტენციალზე და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები