მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარჩიაშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა - რაზე იყო საუბარი?

6352c4a13e41d
BM.GE
21.10.22 20:00
467
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მარკო მიჰკელსონთან, რიჰარდს კოლსთან და ლაიმა ანდრიკიენესთან შეხვედრა გამართა. 

მინისტრი მიესალმა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა ერთობლივ ვიზიტს, რომელსაც დღევანდელი გამოწვევების ფონზე დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებასა და მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე გამახვილდა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შეუქცევადობა. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში, საუბარი შეეხო მომავალ წელს ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნების მნიშვნელობას.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები