მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ ამ გზაზე, თქვენ გვერდით ვართ - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს და ხელისუფლებას ევროპის დღეზე ევროპის გზაზე დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ამ გზაზე ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას. ამის შესახებ ევროპელმა დიპლომატმა ევროპის დღე 2024”-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში მიიღებს და აღნიშნა, რომ წელს საქართველო ევროპის დღეს კანდიდატის სტატუსით პირველად ზეიმობს.

„დღეს ევროპის დღეა!

საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას.

ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს აერთიანებს.

ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის.

ჩვენ გვსურს რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ამ ერთობის ნაწილი გახდეს.

შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ.

ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. დრო იწურება! თქვენზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით. დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ ამ გზაზე, თქვენ გვერდით ვართ.

იმედია, ისიამოვნებთ აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებითა და შესაძლებლობებით; მხიარულად გაატარებთ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრობთან ერთად.

გილოცავთ ევროპის დღეს! წინ,საქართველო, წინ!“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები