მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დარგი ერთი ხელის მოსმით მოისპობა” - “ლიდერმედის” დამფუძნებელი სუროგაციის აკრძალვაზე

ნატალია ხონელიძე

ინ ვიტრო კლინიკა “ლიდერმედის” დამფუძნებელმა, ნატალია ხონელიძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უცხოელებისთვის სუროგაცია/დონაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განხილვისას განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის მიღება ქვეყნიდან კლინიკების სხვა ქვეყნებში გასვლას გამოიწვევს. 

“არა მარტო პაციენტები წავლენ ერევანში და ჩვენი სახელმწიფო დაკარგავს ამ უზარმაზარ თანხებს, არამედ კლინიკებიც წავალ სომხეთში, სხვა გამოსავალი არ გვაქვს” - განაცხადა “ლიდერმედის” დამფუძნებელმა

მისი ინფორმაციით, საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედი კლინიკები მაღალტექნოლოგიური დანადგარებით არის აღჭურვილი, რაზეც მილიონობით ლარი დაიხარჯა, ეს კი უცხოელი პაციენტების მხრიდან თანხის შემოდინებით გახდა შესაძლებელი.

"სახელმწიფო არ დაგვხმარებია და, რა თქმა უნდა, არც გვითხოვია. ერთადერთი, რასაც სახელმწიფოსგან ვითხოვდით, დარგის რეგულირებაში დახმარება იყო”, - ამბობს “ლიდერმედის” დამფუძნებელი. 

მისი თქმით, დარგის რეგულირების თხოვნით კლინიკებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი უწყებისთვის მიუმართავს, თუმცა უშედეგოდ.

“ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან ყველა რეგულაციასა და შეზღუდვას ვთანხმდებოდით, ყველა პროცესში ვიღებდით მონაწილეობას და ყველაფერს ვითვალისწინებდით - თუ რამე დარღვევაა ამ სფეროში, გვითხარით და დარგის განვითარებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

საქართველოში პირველი ბავშვი სუროგაციით 2000 წელს გაჩნდა, როცა არაფერი არსებობდა. ამდენი ვიშრომეთ და ამ დარგის ერთი ხელის მოსმით მოსპობა არ შეიძლება, დარგი მოისპობა. 

ყველანაირი შეზღუდვაზე, რაც არ უნდა მკაცრი იყოს, მოვდივართ და მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ რატომ აკრძალვა? გვითხარით მაშინ არგუმენტები...”, - აცხადებს ნატალია ხონელიძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, შორენა ოქროპირიძე, კომიტეტის სხდომაზე განმარტავს, რომ კანონპროექტი ევროკავშირის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ 6 აქტს ეფუძნება. მისი თქმით, კანონის თანახმად, სუროგაციით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე წყვილებს შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები