მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგის ეფექტიანი განვითარების ხედვები - ლევან დავითაშვილი პრეზენტაციას მართავს

60dd580117e72
თელარა გელანტია
01.07.21 09:50
532
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პროგრამის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციას წარადგენს.

როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამაში დარგის ეფექტიანი განვითარების ხედვები იქნება ასახული.

„პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სამინისტროა, რომელიც დარგის განვითარების ათწლიან ხედვას წარადგენს“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

ცნობისთვის: საქართველოს განვითარების 10-წლიანი გეგმის საბოლოო ვერსია საჯარო ივნისში უნდა გამხდარიყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დოკუმენტი მზად სექტემბერში იქნება.