მსოფლიო ბანკის კეთილდღეობის პროგრამის ლიდერი სამხრეთ კავკასიაში, მიგელ ედუარდო სანგეს მარტინიქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეკონომიკაზე გავლენას აფასებს. ამის შესახებ მან BMG-სთან საქართველოში მწვანე პროექტების ფორუმზე, სახელწოდებით “საქართველო მწვანე სამიტი: ინოვაციური გადაწყვეტილებები მდგრადი მომავლისთვის”, ისაუბრა.
როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი აღნიშნავს, არსებული ეკონომიკური რყევების ეფექტის შეფასება ჯერ ადრეა, თუმცა ეკონომიკური აქტივობების კლება შეინიშნება, რასაც დამაზიანებელი შედგები შესაძლოა მოჰყვეს.
"ვფიქრობ, რთულია წინასწარ განსაზღვრო შედეგები. ეკონომიკა კვლავ მუშაობს და ვხედავთ, რომ ზრდაც მეტ-ნაკლებად ძლიერია. მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, რომ არსებული სიტუაციის ინდივიდუალურ ბიზნესებზე გავლენა შეფასდეს. რისი დარწმუნებით თქმაც შემიძლია ისაა, რომ ეს აფერხებს უცხოურ ინვესტიციებს და სხვა ტიპის ეკონომიკურ აქტივობებს, რასაც შესაძლოა დამაზიანებელი შედეგები ჰქონდეს ეკონომიკაზე", - განაცხადა მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინმა.




























