მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დარწმუნებული ვართ, 2024 წელს მოგებით დავხურავთ” - “პეისერა ბანკი”

ქუმს

კომერციული ბანკების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშების თანახმად, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში, ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკიდან 3 მოგებაზე ვერ გავიდა. მათ შორისაა “პეისერა ბანკ საქართველო”, რომლის ზარალმაც 920 ათასი ლარი შეადგინა. ამ საკითხზე მედიასთან ბანკის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბანკი მოგებაზე 2024 წელს გავა.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ საქმიანობა, მომხმარებელს სულ ორი თვეა ვემსახურებით და, რა თქმა უნდა, როგორც ახალდაწყებულ ორგანიზაციას, გარდამავალ პერიოდში, ხარჯები გაცილებით მეტი გვექნება, ვიდრე შემოსავალი. თუმცა დარწმუნებული ვართ, 2024 წელს მოგებით დავხურავთ”, - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

“პეისერა ბანკი” სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებლებს ევროპული ანგარიშის გახსნასაც სთავაზობს.

“ჩვენ ბაზარს შევთავაზეთ არაერთი ინოვაციური პროდუქტი, მათ შორის, ჩვენ ვართ ერთადერთი საბანკო ინსტიტუტი, რომელიც ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად, ნამდვილ ევროპულ ანგარიშსაც ხსნის, რომელიც ჩართულია ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში, რაც ჩვენს მოქალაქეებსა და კომპანიებს შესაძლებლობას აძლევთ, ევროს ერთიანი გადახდის სისტემით ისევე მარტივად ისარგებლონ, როგორც ლარით”, - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები