მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარწმუნებული ვარ, სულ მალე ვიქნებით ევროკავშირის წევრი ღირსეული ქვეყანა - ოთარ შამუგია

647092332cd03
BM.GE
26.05.23 15:02
476
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქალაქ მცხეთაში, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცე დაათვალიერა.

ოთარ შამუგიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილ სივრცეს, ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციის გამოფენას და ბავშვებისთვის მოწყობილ შემეცნებით-გასართობ კუთხეს ესტუმრა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. დამოუკიდებლობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის უმთავრესი ვალიც სწორეს ეს არის - დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ ქვეყანა უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევის გზაზე დგას. ეს არის ევროკავშირის ოჯახის წევრობა. დარწმუნებული ვარ, სულ მალე ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრი ღირსეული ქვეყანა, რომელმაც შეძლო ბევრი სირთულის გადალახვა, გაუმკლავდა არაერთ გამოწვევას, მაგრამ შეინარჩუნა მთავარი ღირებულებები, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და აგრძელებს წინსვლას და განვითარებას”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორია ქ.ქუთაისში, ქ.მცხეთასა და ქ.ოზურგეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები