WinExpo Georgia - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა და Georgiana International wine award - ჩატარდება.
ღონისძებას 2 ივნისს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია გახსნის.
გამოფენაზე 200-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იქნება წარმოდგენილი: ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევის ღვინო, ახალი მარნების ექსპოზიცია, ღვინის ტექნოლოგიები, შეფუთვა და აქსესუარები.
წელს ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანია ჟიურის შემადგენლობა, 5 ქვეყნიდან 11 ცნობილი ღვინის მაგისტრი და სომელიე შეაფასებს 250-მდე ღვინოს.
გაისინჯება 250-მდე ღვინის ნიმუში, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 კატეგორიაში, გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.
დაჯილდოება გაიმართება 3 ივნისს, ექსპოჯორჯიაში, გამარჯვებული ღვინოების დაგემოვნებას კი შემდეგ დღეს გამოფენაზე იქნება შესაძლებელი.