მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან $400 მილიონის შემოსავალს ელის - რომელია მთავარი ბაზრები?

ღვინო

მთავრობა 2023 წელს  ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან 400 მლნ დოლარის შემოსავალს ელის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა  განაცხადა.  გასულ წელს ამ სასაქონლო ჯფუფის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 391 მლნ დოლარი იყო.

ოთარ შამუგია ამბობს, რომ წელს საქართველო ექსპორტზე 120 მლნ ლიტრი ღვინის გატანას გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ 5 თვეში ექსპორტზე დაახლოებით 68 მლნ ლიტრი ღვინო უნდა გავიდეს.

7 თვის სტატისტიკით, საექსპორტო ბაზრებზე 51,9 მლნ ლიტრი ღვინოა გატანილი, რომლის ღირებულება 150.2 მლნ დოლარია. ზრდა წლიურად 24.3%-ია.  ამავე პერიოდში 98.6 მლნ დოლარის სპირტიანი სასმელებია გატანილი, რაც 46%-იან ზრდას აჩვენებს.  ჯამურად ექსპორტი 248.8 მლნ დოლარს შეადგენს.

ღვინის ექსპორტის უდიდესი წილი -  66% ტრადიციულად რუსეთის ბაზარზე მოდის

2023 წლის 7 თვის მონაცემებით, ღვინის საექსპორტო ბაზრების TOP -10 ქვეყანა:

რუსეთი - 99.2 მლნ დოლარი
პოლონეთი - 7.8 მლნ დოლარი
უკრაინა - 7.7 მლნ დოლარი
ჩინეთი - 7.3 მლნ დოლარი
ყაზახეთი - 5.8 მლნ დოლარი
ბელარუსი - 5.03 მლნ დოლარი
აშშ - 3.8 მლნ დოლარი 
გერმანია - 2.6 მლნ დოლარი
ლატვია - 2.1 მლნ დოლარი
ლიეტუვა - 1.2 მლნ დოლარი 311

სპირტიანი სასმელების საექსპორტო ბაზრები ბევრად მრავალფეროვანია და რუსეთზე დამოკიდებულებაც ნაკლებია.

სპირტიანი სასმელების საექსპორტო ბაზრების ათეული: 

რუსეთი - 29.1 მლნ დოლარი
უკრაინა - 14.2 მლნ დოლარი
საფრანგეთი - 12.5 მლნ დოლარი
ბელარუსი - 10.01 მლნ დოლარი
სომხეთი - 6.16 მლნ დოლარი
ესპანეთი - 5.3 მლნ დოლარი
სინგაპური - 4.9 მლნ დოლარი
აზერბაიჯანი - 3.2 მლნ დოლარი
ყაზახეთი - 2.3 მლნ დოლარი
ნიდერლანდები - 1.9 მლნ დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები