მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასაქმების მაჩვენებლებმა FED-ს შესაძლოა განაკვეთის შემცირებისკენ უბიძგოს - TBC Capital

FED ჯერომ პაუელი

აშშ-ის შრომის ბაზარი ივლისში მკვეთრად შენელდა, რაც ფედერალურ რეზერვზე ზეწოლას აძლიერებს საპროცენტო განაკვეთების შესაძლო შემცირებაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი ტრამპი აქტიურად აკრიტიკებს ფედერალურ რეზერვს (FED).

TBC Capital-ის ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორის დასაქმება მხოლოდ 73,0000-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოლოდინებს. მაისისა და ივნისის მაჩვენებლები გადამუშავდა და დასაქმების ზრდა ამ თვეებში ჯამში 258,000-ით შემცირდა – რაც საკმაოდ დიდი კორექციაა. უმუშევრობის დონე 42%-ზე შენარჩუნდა, თუმცა დასაქმების დაბალი ტემპი და წარმოების შემცირება ეკონომიკური დასუსტების ადრეულ ნიშნებზე მიუთითებს.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, დასაქმების მოულოდნელი ვარდნა FED-ის ფრთხილ მიდგომას ეჭვქვეშ აყენებს და ამყარებს არგუმენტს, რომ მონეტარული პოლიტიკა მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა შემსუბუქდეს. აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი ჯერჯერობით არ ითვალისწინებს ტრამპის მოწოდებებს განაკვეთის შემცირების შესახებ, თუმცა დასაქმების სუსტმა მონაცემებმა, სავაჭრო ტარიფების გარშემო გაურკვევლობამ და შრომის უცხოელი მუშახელის რაოდენობის შემცირებამ შესაძლოა ფედერალური კომიტეტის პოზიცია უფრო დამთმობი გახადოს. სახაზინო ობლიგაციების ბაზრის ქცევა მიუთითებს, რომ ინვესტორები ელიან FED-ის მხრიდან მკვეთრ პოლიტიკურ რეაგირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მომავალი მონაცემები მომხმარებლის მოთხოვნის შენელებასა და საწარმოო სექტორის სუსტ მდგომარეობას დაადასტურებს. დღეის მდგომარეობით ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.25-4.5%-ია. ბოლო ცვლილება FED-მა თებერვალში განახორციელა და განაკვეთი 25 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები