მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ფედერალური რეზერვი განაკვეთს გაზრდის – Morgan Stanley-ს პროგნოზი

649bff927e1f5
გიორგი თოლორდავა
29.06.23 00:05
582
მსხვილი ამერიკული საფინანსო ორგანიზაციის, Morgan Stanley-ს პროგნოზით, მომავალ თვეს აშშ-ის ფედერალური რეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებს და რეფინანსირების განაკვეთს დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაზრდის.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზს იზიარებენ უოლ-სტრიტის სხვა მსხვილი მოთამაშეებიც. საერთო ჯამში, ბაზარზე არის მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაიზრდება, თუმცა ზუსტად როდის განხორციელდება რიგით მეორე ინტერვენცია, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეს FED-ის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ 5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა. გასული ერთი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც FED-მა განაკვეთის მოცულობა დამატებით არ გაზარდა და მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების სტრატეგია აირჩია.

გამკაცრების პოლიტიკის დროებით შეჩერება პირდაპირ კავშირშია აშშ-ში წლიური ინფლაციის დონის 4%-მდე შემცირებასთან, რაც ბოლო ორი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები