ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულმა პროექტმა, საქართველოს ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებები და სამუშაოს მაძიებელთათვის არსებული ბარიერები გამოავლინა.
კვლევაზე დაყრდნობით, დამსაქმებლისთვის და სამუშაოს მაძიებლისთვის მთავარი ბარიერი სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაციაა.
ამასთან, კვლევის თანახმად, ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს არასაკმარისი გამოცდილება, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასება და ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ბარიერია სეზონური სამუშაოსთვის ადმიანების დაქირავებაც. ეს პრობლემა განსაკუთრებით ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში იკვეთება. ამის მიზეზად კი კვლევაში სამუშაოს მაძიებელთა სხვა რეგიონსა და ქვეყანაში მაღალი გადინება სახელდება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ შრომის ბაზრის ერთ-ერთ გამოწვევად რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა. რაც შეეხება კადრების მოძიების გზებს, კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე გავრცელებული პირადი კონტაქტები და მათგან მიღებული რეკომენდაციაა.