მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასაქმებულთა რამდენ პროცენტს აქვს საქართველოში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი - PMCG

ხელფასი

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის იანვარში 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 4.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.7%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურების გადანაწილებას, 2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 1.9%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 23.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2024 წლის იანვარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.7%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ცნობისთვის, 2023 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 15.3% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები