მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასავლეთ საქართველოს და სამეგრელო-ზემო სვანეთს ახალი საოლქო პროკურორები ჰყავს

საოლქო

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ, დასავლეთ საქართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. აღნიშნული ინფორმაცია პროკურატურის მიერ გავრცელდა.

პროკურატურის ცნობით, ბოლო ცვლილებების შედეგად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა. მანამდე, ზაზა მეტონიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ირაკლი კოძახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

„გენერალურმა პროკურორმა მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აღნიშნული თანამდებობები ეკავათ, და მათ ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა. გიორგიმ გვარაკიძემ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვანია, რაც მიმდინარე საკადრო ცვლილებების დახმარებით გახდება შესაძლებელი,“ – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მომავალი საქმიანობის ამსახველ განცხადებაში გენერალურმა პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებები უწყების უკეთესი ფუნქციონირების და საქმიანობის ხარისხის ამაღლებისკენაა მიმართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები