აღმოსავლეთ საქართველოში ქსელური სუპერმარკეტების გავრცელება და მათი წილი სწრაფად მოხმარებადი საქონლით ვაჭრობის სექტორში უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთ საქართველოში - ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებული მიმოხილვიდან ირკვევა.
მიმოხილვის თანახმად, თბილისში ქსელური სუპერმარკეტების წილი სექტორის მთლიან გაყიდვებში 57%-ს შეადგენს, დასავლეთ საქართველოში ის 39%-ია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18%.
TBC Capital-ის თანახმად, მთლიანად ეროვნული მასშტაბით გაყიდვების მოცულობით სექტორის უმსხვილესი მოთამაშე არის "ნიკორა" რომლის წილიც ორგანიზებული ბაზრის სეგმენტზე 18.9%-ს შეადგენს, მეორე პოზიცია უჭირავს ორ ნაბიჯს 18.8%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიცია კარფურს 13.6%-ით.
2024 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი - TBC Capital-ის თანახმად ასე ნაწილდება:
- ნიკორა - 18.9%;
- ორი ნაბიჯი - 18.8%;
- კარფური - 13.6%;
- სპარი - 13%;
- მაგნიტი - 9.7%;
- დეილი - 4.8%;
- აგროჰაბი - 4.4%;
- გუდვილი - 4%;
- გვირილა - 2.9%;
- უნივერსამი - 2.8%;
- ფრესკო - 2.1%;
- ექსპრეს ქსელი - 1.4%;
- ზღაპარი - 1.4%;
- მადაგონი - 1.2%;
- ევროპროდუქტი - 1.2%;
- სმარტი - 0.8%.