მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დასავლეთი ოფიციალურ თბილისზე დაუფარავ ზეწოლას ახდენს“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

დასავლეთის ქვეყნები

დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან დიალოგის საკითხში საქართველოზე ზეწოლას ახორციელებენ. ამის შესახებ რუსულ გამოცემა TASS-ი უწყების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განუცხადა.

„დასავლეთის ქვეყნები ოფიციალურ თბილისზე დაუფარავ ზეწოლას ახდენენ, იმის მიუხედავად, რომ არც ავიამიმოსვლა და არც რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების სხვა შემადგენელი ნაწილები მოქმედ სასანქციო რეჟიმებს არ არღვევს“, - განაცხადა დიპლომატმა.

მან დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმით მიმოსვლის გადაწყვეტილება „ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობის გამარტივების მიზნით, მოსკოვსა და თბილისს შორის ეკონომიკური კავშირებისა და ჰუმანიტარული ქმედებების“ მიზნით მიიღო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები