მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთს სურს, ჩვენი დედაქალაქი არა სოხუმში, არამედ თბილისში იყოს - ასლან ბჟანია

ასლანი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, დასავლეთს, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების სახით, არ სურს აფხაზეთის მსოფლიოს ნაწილად დანახვა. მისი თქმით, მათ სურთ, "აფხაზების დედაქალაქი არა სოხუმში, არამედ თბილისში იყოს".

"მათ სურთ, ჩვენი დედაქალაქი არა სოხუმში, არამედ თბილისში იყოს და გეგმაზომიერად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს მათ იმისთვის სჭირდებათ, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, დაანახონ საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთი არ განვითარდეს", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, აფხაზეთი მსოფლიოს განსხვავებული არქიტექტურის, უსაფრთხოების ახალი სისტემის ნაწილი უნდა გახდეს.

"ამიტომ ვართ რუსეთთან! ამ მიზეზით, ჩვენ ორიენტირებული ვართ მასთან ასეთი ურთიერთობის დამყარებაზე. აფხაზეთი რუსეთთან ერთად გლობალური კრიზისის ნაწილი აღმოჩნდა. მთელი ევროპა ჩაეფლო ამ კონფლიქტში. ადამიანური ძალის რეზერვები, ქონებრივი რეზერვები და ევროპის ქვეყნების სიმდიდრე იფლანგება და უკვე გაიფლანგა და სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში გადამწყვეტი კონფლიქტის ბოლო ფაზაში შევიდა. ვფიქრობ, არ არის საჭირო იმის ახსნა, რომ იქ მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის შედეგი შორს არ არის", - აღნიშნა ბჟანიამ.

ამასთან, ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ "აფხაზეთს თანამედროვე ჯარი და ტექნიკა სჭირდება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები