" დღეს დასავლეთს, ვაინტერესებთ არამხოლოდ კავკასიის გამო, არამედ შავი ზღვის გამოც" - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ეს არის ერთის მხრივ ჩვენი კოზირი და მეორეს მხრივ ჩვენი სისუსტე.
''ეს არის სერიოზული პრობლემა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ სხვა პირობებში რომ ვიყოთ და ეს მთავრობა რომ იყოს ნამდვილად პატრიოტი და ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით NATO-ს რომელიმე შეხვედრაზე, სადაც საუბარი იქნებოდა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი. თუ ვაინტერესებთ დღეს დასავლეთს, ვაინტერესებთ არამხოლოდ კავკასიის გამო, არამედ ასევე ვაინტერესებთ სწორედ შავი ზღვის გამო. ეს არის ერთის მხრივ ჩვენი კოზირი და მეორეს მხრივ ჩვენი სისუსტე, თუ ჩვენ არაფერს რეაქციას არ მოვახდენთ," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოს დიპლომატიურად და მშვიდად შეეძლო ანტირუსული პასპორტიზაცია, თუმცა ეს იარაღი საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა.
"რაც შეეხება აფხაზეთს, მე ვიტყოდი, რომ გავლენა შეიძლება გაზრდილი არის, ასევე არის გაზრდილი თვითშეგნება აფხაზებს შორის, რომ რაღაცა ისე არ ხდება და ის მოლოდინი რაც არსებობდა რუსეთის მიმართ, არ გამართლდა და მობილიზაცია თუ მიწების შესყიდვა, ეს ყველაფერი არ არის პოპულარული თემები. მაგრამ, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ და ჩვენ შეგვეძლო ძალიან მარტივად, ერთი ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც ითხოვდნენ ჩვენი კონფლიქტოლოგები - მეც მივმართე მაშინდელ პრემიერს და ვუთხარი, რომ ეს გავაკეთოთ, რომ მიგვეცა მოქალაქეობა ყველა იმათ, ვინც დაბადებულები არიან 91 წლის რეფერენდუმის დროს ვინც ცხოვრობდა აფხაზეთში და მათთვის ავტომატურად და გამარტივებულად მიგვეცა მოქალაქეობა.
იმიტომ რომ ეს მოთხოვნა არსებობს, არსებობს ასევე ცხინვალში, იმის მერე რაც რუსული პასპორტი ძალიან უმოქმედო გახდა და იმის მერე, რაც მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის მიზიდულობა საქართველოში, ჯერ ერთი სწავლისთვის, ჯანდაცვისთვის და კიდევ უფრო, ევროპის მიმზიდველობა გაიზარდა და ჩვენ, გვქონდა იარაღი ანტირუსული პასპორტიზაციის და არ ვხმარობდით. არანაირი რეაგირება ამ თემაზე, რაც არის ძალიან მარტივი, ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენი გასაკეთებელი და არც კონფრონტაციული არ არის და არც არაფერი. წყნარად, მშვიდად შეგვეძლო ამის გაკეთება'', - სალომე ზურაბიშვილი.




























