მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაშავებული ან დაკარგული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა - საქართველოს ელჩი ისრაელში

ისრაელი

დაშავებული ან დაკარგული ქართველების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

„ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, რომელშიც ტერორისტები არიან შესული.  გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდენტიფიკაცია ჯერ არ მომხდარა. ასე რომ, არ არის ცნობილი კონკრეტულად ვინ არის გატაცებული და ვინ გარდაცვლილი.

საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ წუთამდე ინფორმაცია არ შემოსულა. დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. იმედი გვაქვს, ასეც დასრულდება ყველაფერი. დღეისათვის ორი ებრაელი ქართველი არის გარდაცვლილი, ჩვენი ნაწილი არიან ისინიც. ვიზიარებთ ოჯახების მწუხარებას“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

შეგახსენებთ: 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელს თავს დაესხა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 1100 და დაშავებულია ასობით მოქალაქე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები