მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დასრულდა ჩემი კარიერა საჯარო სამსახურში" - ზურაბ ძნელაშვილი ფინანსთა მინისტრის მრჩეველი აღარაა

ზურა ძნელაშვილი

ზურაბ ძნელაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი აღარაა.

როგორც ის linkedin-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, საჯარო სექტორში კარიერა დაასრულა.

„დასრულდა ჩემი კარიერა საჯარო სამსახურში!
20 წელი, უამრავი მეგობარი და განხორციელებული პროექტი... დღეს კი, ახალი პერსპექტივის დრო დადგა!
შორს არსად მივდივარ. სფეროს და საყვარელ საქმეს არ ვიცვლი. ბიზნესის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას კერძო სექტორიდან გავაგრძელებ!
იგივე საქმე, ახალი შესაძლებლობებით!“, - წერს ზურაბ ძნელაშვილი.

როგორც ზურაბ ძნელაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, ის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე ადმინისტრაციული ხელშეკრულებით იყო დასაქმებული 2022 წლიდან, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან აღარ გაუგრძელეს.

დღეს, 21:30 საათზე, ზურაბ ძნელაშვილი BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ სტუმარი იქნება, სადაც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

ცნობისთვის: ზურაბ ძნელაშვილის 20-წლიანი პროფესიული გამოცდილება, ძირითადად, ფინანსთა სამინისტროს უკავშირდება, კერძოდ, შემოსავლების სამსახურს, სადაც იმ დროიდან მუშაობდა, როცა მას ჯერ კიდევ საგადასახადო დეპარტამენტი ერქვა. 2013-2018 წლებში ბიზნესომბუდსმენის აპარატში საქმიანობდა, სადაც ორი წელი ბიზნესომბუდსმენის მოვალეობასაც ასრულებდა. შემდეგ ისევ ფინანსთა სამინისტროში დაბრუნდა, ოღონდ მინისტრის მოადგილის პოსტზე, სადაც ორი წელი დაყო. 2021 წლიდან კი მინისტრის მოადგილის პოსტიდან, საგადასახადო დავების განხილვის სისტემის რეფორმირების კუთხით, მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გადაიყვანეს, სადაც დღემდე მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები