მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დასვენებული კადრი იგივე სამუშაოს უფრო სწრაფად შეასრულებს”- "აპეკს დეველომენტი" 40 სთ-იან სამუშაო კვირაზე

63ee237c3b204
ანუკა ჯოხაძე
17.02.23 00:00
1215
გასული წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული დადგენილებით, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალი შემცირდა. კერძოდ, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების განახლებულ ჩამონათვალში აღარ გვხვდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის; ტყავის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა; სასტუმროები და რესტორნები. ამ სექტორებში კვირაში ნორმირებული სამუშაო საათები 48 სთ-დან 40 სთ-მდე შემცირდა.

კერძო სექტორი აღნიშნულ ცვლილებას აქტიურად აპროტესტებდა და ამბობდა, რომ ეს ბიზნესს ხარჯებს გაუზრდიდა. "აპექს დეველოპმენტის" დირექტორი მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითაც აფასებს და ამბობს, რომ მათ შემთხვევაში კომპანიას ამ გადაწყვეტილებით ხარჯი არ გაეზრდება.

ნიკოლოზ ფორჩხიძის თქმით, "აპარტ დეველოპმენტი" ამის გამო არც დამატებითი კადრის დაქირავებას აპირებს და არც თანამშრომლებს დაავალდებულებს ზეგანაკვეთური ანაზღაურების ხარჯზე კვირაში 48 საათი იმუშაონ. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კონკრეტული სამუშაოების განხორციელებას გააჭიანურებს, თუმცა თანამშრომლები უფრო ეფექტიანად იმუშავებენ.

“ევროპის ზოგ ქვეყანაში უკვე კვირაში 3-დღიან დასვენებაზე გადავიდნენ. მათი გამოცდილებით დასვენებული კადრი უფრო ნაყოფიერად მუშაობს. გარდა ამისა, დაძაბულობა და სტრესული გარემო სამუშაო ადგილებზე შემცირდა. უფრო მეტი სარგებელი მოაქვს სინამდვილეში ამ ყველაფერს კომპანიისთვის.

ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია და სავსებით გამართლებულია. დამატებითი დანახარჯები კომპანიას არ ექნება, უბრალოდ ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სამუშაოების დროში გახანგრძლივება ან პირიქით შემცირება, რადგან დასვენებული და მოტივირებული კადრები უფრო სწრაფად შეასრულებენ იგივე სამუშაოს. ამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს და ჩვენი მოლოდინი არის ის რომ უფრო ეფექტიანად გამოვიყენებთ დასაქმებულ კადრებს,”- ამბობს "აპექს დეველოპმენტის" დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ფორჩხიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები