მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DataFest Tbilisi-ის შექმნის საჭიროება და მიზანი

თანამედროვე ბიზნესისა და საზოგადოების განვითარება მონაცემების ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. სწორედ ამ ტენდენციების ცენტრშია DataFest Tbilisi - აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე მასშტაბური მონაცემთა ფესტივალი, რომელიც წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო გამოშვება 26-დან 28 ნოემბრის ჩათვლით თბილისში გაიმართება და ტექნოლოგიების, ბიზნესის, მეცნიერების, მედიისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების 1 200-ზე მეტ წარმომადგენელს გააერთიანებს. წლევანდელი კონცეფცია - „წარსული, აწმყო და მომავალი“ - აჯამებს გასული ათწლეულის გამოცდილებას და ფოკუსირდება ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ და ეთიკურ გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალს ემატება Decade Impact Awards და სპეციალური პროგრამა უფროსი თაობისთვის, რომელიც შარშან დანერგილ საბავშვო პროგრამასთან ერთად, ტექნოლოგიურ ცოდნას ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომს ხდის. რა დახვდებათ წლევანდელ მონაწილეებს ფესტივალზე და რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესსექტორის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში?

სტუმრები: ლალი ცერცვაძე – DataFest Tbilisi-ს თანაორგანიზატორი

ნათია ქალდანი – DataFest Tbilisi 2026-ის სპიკერი, Loialte Strategy-ის ხელმძღვანელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები