მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დატოვებს თუ არა თიბისი თანამშრომლებს პანდემიის შემდგომ დისტანციურ რეჟიმზე?

60ce28bcd59f9
თამთა ჯიჯავაძე
19.06.21 20:00
1667
დისტანციური მუშაობა უკვე ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილია, - ამის შესახებ გადაცემა BMGDRIVE-ში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრების ონლაინ ჩატარებამ ძალიან დიდი ეფექტი მოიტანა, ვინაიდან დიდი დრო იზოგება, მაგალითად, მგზავრობაში. ამასთან, მისი შეფასებით, შეხვედრის ეფექტიანობისა და ლაკონიურად ჩატარების კუთხითაც, ონლაინშეხვედრები დადებითი შედეგების მომტანია.

რაც შეეხება თიბისის თანამშრომლების სამუშაო რეჟიმს მომავალში, ბანკის გენდირექტორის მოადგილის თქმით, თანამშრომლებს ამ კუთხით, პანდემიის პერიოდში და შემდგომაც აქვთ თავისუფლება.

„ჩვენ სრული თავისუფლება გვაქვს მიცემული თანამშრომლებისთვის. ისე გვაქვს აწყობილი სისტემა, რომ თანამშრომლების 100% პანდემიის შემდგომ ოფისებში არასოდეს იქნება გამოსული. იქნება მონაცვლეობა, ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ეფექტიანობის მომტანი იქნება. ასევე ჩვენი ოფისების საჭიროებაც ალბათ უფრო ნაკლები იქნება და ადამიანებსაც უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ, უკეთესად დაგეგმონ სამუშაო. რაღაც ნაწილი შეიძლება ოფისი გაატარონ, რაღაც ნაწილი კი დისტანციურად“, - განაცხადა თიბისის ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და დასძინა, რომ არც სრულად დისტანციური და არც სრულად რეალური რეჟიმი არ იქნება პოზიტიური ეფექტის მომტანი, ამიტომაც ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობა ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა.

„პანდემია რომ არ ყოფილიყო, ქართულ სინამდვილეში ასეთი რეჟიმი ძალიან რთული წარმოსადგენი იქნებოდა“, - დასძინა მან.

გოგა თხელიძემ ასევე ისაუბრა ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი პროდუქტების რაოდენობა მომავლში კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენი მომსახურებების 90-95% უკვე გაციფრულებულია, ეს რიცხვი ალბათ ძალიან მალე 100%-ს მიუახლოვდება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები