მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დატოვეთ უკრაინა” - ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მიმართავენ

6206bf183314b
თამთა ჯიჯავაძე
11.02.22 23:48
1692
ბრიტანელებმა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან, უნდა დატოვონ ქვეყანა მანამ, ვიდრე ამის კომერციული საშუალებები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. ამის შესახებ გაფრთხილება დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„2022 წლის იანვრიდან უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალების სიმრავლის გამო გაიზარდა სამხედრო აქტივობების საფრთხე. რუსეთიდან მომდინარე გაზრდილი საფრთხეებიდან გამომდინარე ბრიტანეთის საგარეო უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში საელჩოს თანამშრომლების ნაწილი დროებით გამოიყვანოს კიევიდან. საელჩო ღია რჩება, თუმცა ვერ შეძლებს პირისპირ საკონსულო დახმარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ნიდერლანდები, იაპონია და სამხრეთ კორეაც მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ. ლატვიამ კი გაფრთხილებაში აღნიშნა, რომ "რუსეთი უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის".

პარალელურად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანიც მოუწოდებს ამერიკელებს უკრაინის დატოვებისკენ.

"ნათელია რომ მოვლენების პროგნოზირება არ შეგვიძლია. არ ვიცით რა მოხდება, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია", - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ საზღავრთან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს განთავსებული.

ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ბლოკი "ერთიანია და მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის". აშშ-ში კი აცხადებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ნებისმიერ დროს განახორციელოს თავდასხმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები