მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინამ ბრიტანეთისგან გაყინული რუსული აქტივებიდან £752 მილიონის სესხი მიიღო

britaneit

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, ქვეყანამ, გაერთიანებული სამეფოს კონტრიბუციით, გაყინული რუსული აქტივებიდან 752 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით დიდი შვიდეულის სესხი მიიღო.

ეს პირველი ნაწილია შეთანხმებისა, რომლის ფარგლებშიც ბრიტანეთი უკრაინას 2.26 მილიარდ ფუნტ სტერლინგს სამ ეტაპად ასესხებს.

"ფინანსები უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. მადლიერი ვარ კირ სტარმერის, ბრიტანეთის მთავრობისა და ჩვენი G7-ის პარტნიორების, იმ მექანიზმისთვის, რომლის ფარგლებშიც რუსული ფული უკრაინისკენ მიემართება", - წერს შმიგალი X-ზე.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდი შვიდეული ქვეყნებმა $300 მილიარდის რუსული აქტივები გაყინეს, საიდანაც $50 მილიარდი სესხის სახით უკრაინისთვის გამოიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები