სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლიდან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს. აუდიტის ჯგუფის მიერ გაანალიზდა მედიკამენტების შესყიდვის/გაცემის მექანიზმები და აღმოჩნდა, რომ დაწესებულებებს ამ ნაწილში ერთნაირი მიდგომა არ აქვთ.
კერძოდ, სახელმწიფოს წილით შექმნილი დაწესებულებები მედიკამენტებს ყიდულობენ კონსოლიდირებული შესყიდვით, წინასწარ განსაზღვრული სატენდერო პირობებით, ასევე ტენდერით ან გამარტივებული შესყიდვის წესით, ხოლო კერძო დაწესებულებები –აფთიაქებთან პირდაპირ დაკონტრაქტების გზით.
ფასთა შორის სხვაობის გამოსავლენად, ერთმანეთს შედარდა ერთ-ერთი კერძო დაწესებულების მიერ 2020 სათემო ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციარისათვის მიწოდებული და კონსოლიდირებული შესყიდვის საშუალებით შეძენილი მედიკამენტების ფასები. გამოვლინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კერძო დაწესებულებისთვის წამლების შეძენა მოხდებოდა იმავე პრინციპით, წამლებზე გაწეული ხარჯი 35%-ით ნაკლები იქნებოდა.
დაფინანსების მეთოდის ნაკლოვანებებში ასევე გამოიკვეთა, ის რომ სათემო ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებისთვის მომსახურების დაფინანსების გლობალური ბიუჯეტის პრინციპი არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს წარმოშობს. კერძოდ, პაციენტების რაოდენობის მიხედვით მიმწოდებლისთვის ხარჯი განსხვავებულია: მეტი პაციენტი გულისხმობს მეტ დანახარჯს, დაფინანსება კი უცვლელია. მაგალითად, სერვისის მიმწოდებლების მიხედვით, 2019 წელს ერთ პაციენტზე წლის განმავლობაში, საშუალოდ, დახარჯული თანხა მერყეობდა 106-იდან 465 ლარამდე;
დოკუმენტის თანახმად, დაწესებულებების მიხედვით განსხვავებულია წარმოდგენილი ხარჯების სტრუქტურა და თითოეული შემადგენელი კომპონენტის პროცენტული წილი მთლიან ხარჯთან მიმართებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთ სერვისში არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული ხარჯების თანაფარდობის დასაშვები ზღვარი.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაულური დაცვის სამინისტრო
ახორციელებს კოორდინაციას უწევს.