მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაუშვებელია აშშ-ის ვიზის მხოლოდ მშობიარობისთვის გამოყენება, რათა შვილს მოქალაქეობა მიენიჭოს - საელჩო

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აშშ ვიზის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ვიზის ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მშობიარობისთვის გამოყენება დაუშვებელია.

ამასთან, საელჩო აცხადებს, რომ საკონსულოს თანამშრომლები უარით გაისტუმრებენ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებზეც მათ გაუჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს პირები აშშ-ში გეგმავენ მშობიარობას.

"დაუშვებელია თქვენი ვიზის გამოყენება მხოლოდ ამერიკაში მშობიარობისთვის, იმ მიზნით, რომ თქვენს შვილს აშშ-ის მოქალაქეობა მიენიჭოს.

საკონსულო ოფიცრები უარს განაცხადებენ ვიზის გაცემაზე, თუ მათ ექნებათ ეჭვის საფუძველი, რომ ეს არის თქვენი გამგზავრების მიზანი", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები