მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ის ახალი საიმიგრაციო პაქტის ფარგლებში პოლონეთი მიგრანტებს არ მიიღებს - დონალდ ტუსკი

ეუ

ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო პაქტის ფარგლებში პოლონეთი არცერთი მიგრანტის მიღებას არ აპირებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

"პოლონეთის მთავრობის პოზიციაა, რომ არ მივიღოთ არანაირი იძულებითი მექანიზმი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი მსგავსი მექანიზმის ფარგლებში არალეგალ მიგრანტებს არ მიიღებს" , - განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა მიგრაციის კანონმდებლობის გადახედვის შესახებ შეთანხმებას 20 დეკემბერს მიაღწია. რეფორმა მიგრანტების სწრაფ შემოწმებას, საზღვრებზე დროებითი დაკავების ცენტრების შექმნას, დაჩქარებულ დეპორტაციას და სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე მიგრანტების ზეწოლის შემცირებას ითვალისწინებს.

„აქამდე გრძელი გზა გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. საბოლოოდ, ევროპა მიგრაციის შესახებ დაპირებებს ასრულებს“, - განაცხადა მაშინ შინასმა.

ამასთან, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, „მიგრაცია საერთო ევროპული გამოწვევაა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები