მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაუშვებელია მსჯელობა ნებისმიერ რამეზე, რაც ევროპას გვაშორებს" - შოთა ბურჯანაძე

რესტორატორები

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაუშვებელია ნებისმიერ რამეზე მსჯელობა, რაც ევროპას გვაშორებს. ამის შესახებ შოთა ბურჯანაძე 9 ბიზნესგაერთიანებების ერთობლივ პრესკონფერენციაზე "რუსული კანონის" უარყოფით გავლენაზე საუბრისას განაცხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო თაობას, რომელიც დღეს დგას და იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, თაობას, რომელიც უკვე არის ევროპაში და ევროპული, თაობას, რომელიც იცავს თავისუფლებას და თანასწორობას", - აღნიშნა გაერთიანების ხელმძღვანელმა და თქვა: "ეს კანონი, რომელზედაც დღესდღეობით მიდის მსჯელობა, არ გამიჭირდება, რომ ვთქვა, არის რუსული კანონი და, შესაბამისად, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, რათა მას ერთიანობა დაუპირისპირდეს. დაუშვებელია მსჯელობა ნებისმიერ რამეზე, რაც ევროპასა და განვითარებულ სამყაროს გვაშორებს - ეს ლოგიკაში არ ჯდება და აბსურდია.

მიღებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი და გვაქვს EU-ში გაწევრიანებაზე ფიქრის შესაძლებლობა და ყველაფერი, რაც გვაშორებს და არ ითვალისწინებს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, დაუშვებელია. წარმოუდგენელია, ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს და ის მაინც ვითარდებოდეს. ამიტომ, ეს კანონი აუცილებლად უნდა გაიწვიონ პარლამენტიდან", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები