მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავების განხილვის საბჭოში საქმეების 70% მომჩივანის წაგებით დასრულდა

დავების საბჭო

2023 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი იყო 2872 საჩივარი, ჩატარდა 73 სხდომა, განიხილეს 2400-ზე მეტი საჩივარი, საიდანაც დაახლოებით 30%, სრულად ან ნაწილობრივ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ - მის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომლითაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში ხვალ, 21 თებერვალს უნდა წარდგეს.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, განახლდა ელექტრონული მიმოწერის მოდული, რითაც გამარტივდა ინფორმაციის/დოკუმენტაციის
გაცვლის პროცესი.

,,2 023 წელს საბჭოში წარმოდგენილია 2872 საჩივარი, ჩატარებულია 73 სხდომა, განხილულია 2400-ზე მეტი საჩივარი, საიდანაც დაახლოებით 30%, სრულად ან ნაწილობრივ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საჩივრების განხილვა ხორციელდება დავის განხილვისთვის დადგენილი ვადების დაცვით და წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული საჩივრის წარმოდგენიდან, გადაწყვეტილების მიღებამდე დროის ხანგრძლივობა" - წერია მოხსენებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები