მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დავების განხილვის საბჭო ბიზნესთან ურთიერთობის პოლიტიკური იარაღია“ - პაატა შურღაია

642936817d9b3
თინათინ ნატმელაძე
02.04.23 12:46
485
აუდიტორული კომპანია „გრანთ თორნთონის“ ვიცე-მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ BMGTV-ის გადაცემა #წერტილში ბიზნესის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საკვანძო საკითხი საგადასახადო დავების რეფორმის გატარებაა.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან ამ რეფორმის გაჭიანურება ბიზნესთან ურთიერთობაში პოლიტიკური იარაღია.

„საგადასახადო დავები შეიძლება სამი წელიც კი გაგრძელდეს. ბევრი მსჯელობა იყო, რომ ამ კუთხით რეფორმა უნდა გატარდეს, ამ ინსტიტუტის მიმართ არ არის ნდობის ხარისხი, პასუხისმგებლობისა და კვალიფიკაციის ნაწილიც არასანდოა.

რეფორმის დახვეწა და გატარება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესსაც აამღალებს, ამიტომ პირიქით - მოტივირებული უნდა იყოს ის საზოგადოება, რომელიც ამას უნდა ასრულებდეს, თუმცა დავების განხილვის საბჭო დღეს ბიზნესთან ურთიერთობის პოლიტიკური მექანიზმია.

გასულ წელს დაახლოებით 3 200 დავა იყო, რიგითობითაა დალაგებული ეს დავები, დღის განმავლობაში 40 დავა განიხილება, წელიწადში კი სულ 80 შეხვედრაა, ამიტომ ეს განხილვის პროცესიც უცნაური მექანიზმით ხდება, აქაც დასახვეწია ბევრი საკითხი“, - განაცხადა პაატა შურღაიამ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები