მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებებს“ - "თეთრი კვადრატი" "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლებაზე

614ae90997bef
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 12:34
1188
თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მართვის და ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე  დეველოპერებისთვის პოტენციურად საინტერესო საინვესტიციო პროექტები წარადგინა; ერთ-ერთი ასეთი ვარკეთილის მესამე მასივში არსებული ავარიული სახლების ჩანაცველბის პროგრამაა, მათ შორისაა ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების გეგმა.

თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ვარკეთილის ავარიული კორპუსების განახლების პროექტებს თავად მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს და ბიზნესს ტენდერის საფუძველზე გადასცემს.

„დაველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებებს“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატის ეკონომიკურ პროგრამაში წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორი ირაკლი ბურდილაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ეს პროგრამა არამხოლოდ კომერციულად, არამედ სოციალურადაც მნიშვნელოვანია.

„ხრუშოვკების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მზაობა არაერთხელ განგვიცხადებია. ეს ძალიან მტკივნეული თემაა გამომდინარე იქიდან, რომ შენობები სადაც ეს ხალხი ცხოვრობს ამორტიზებულია, შესაბამისად, მათი ჩანაცვლება არა მხოლოდ კომერციული ინტერესის გამო, არამედ სერიოზული სოციალური ფაქტორის გამო უნდა განიხილებოდეს. დაველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებებს თბილისის მერიისგან“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

„თეთრი კვადრატის“ მმართველმა პარტნიორმა თავად ეკონომიკური პროგრამა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი მმართველობის პირობებში ბიზნესის ოპერირება უფრო პროდუქტიული იქნება.

ირაკლი ბურდილაძემ ქალაქში ურბანული განვითარების სისტემის გამართულობაზეც ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვაზე - რა გამოწვევები აქვთ დღეს დედაქალაქში დეველოპერებს, შემდეგი პასუხი გასცა: „თამაშის წესები მკაცრადაა განსაზღვრული; ამასთან, თავისუფალი კონკურენციისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი, რაც ბიზნესისთვის კარგად და მომგებიანად ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. წვრილ-წვრილი საკითხები არის და ყოველთვის იქნება, მაგრამ გლობალური საკითხები, რაც დიდ სურათს გააფუჭებდა, ასეთ საკითხს ვერ ვხედავ“. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები