მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაველოდოთ, ვნახავთ, რა იქნება სტატისტიკა - დავითაშვილი "ოფშორების კანონზე"

ლევან დავითაშვილი
03.06.24 15:05
124

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ, რა შედეგს მოიტანს “ოფშორების შესახებ” კანონი და შესაბამისი სტატისტიკა ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, ანგარიშვალდებულების ფარგლებში, გეგმავს თუ არა მთავრობა საზოგადოების ინფორმირებას, კანონის შედეგად რამდენი და რა ტიპის კომპანია შემოვა საქართველოში, დავითაშვილი ირწმუნება, რომ ზოგადად, ყველა აქტუალური ინფორმაცია საჯაროა.

“დაველოდოთ ინფორმაციას, კანონი ახლა შედის ძალაში, ჩვენ ვნახავთ, რა იქნება სტატისტიკა.

რაც შეეხება მთავრობის ანგარიშვალდებულებას ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის, თქვენ ყველა ინფორმაციას იღებთ საჯაროდ, რაც საზოგადოებისთვის, მედიისთვის შეიძლება იყოს აქტუალური”, - თქვა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები