მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავინტერესდებით და გავარკვევთ" - პრემიერის თქმით, დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია, რა თანხა შეუჩერა აშშ-მა ქვეყანას

კობახიძე

ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან; დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბეშუმში, აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 95 მლნ დოლარის დახმარების შეჩერების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღემდე ვერ მიიღო ინფორმაცია, კონკრეტულად რა თანხა შეჩერდა.

“დავინტერესდებით და გავარკვევთ ამ ყველაფერს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენი მხრიდან ნაბიჯები იდგმება და მთავარია, მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. დღემდე რასაც ვხედავთ, ეს არ არის შემხვედრი ნაბიჯები, თუმცა მგონია, რომ ახლო მომავალში, განსაკუთრებით და პირველ რიგში, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, მიდგომები რადიკალურად და საფუძვლიანად შეიცვლება,“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, 31 ივლისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95-მილიონიან დახმარებას შეაჩერებს, რაც საქართველოსთან ურთიერთობათა გადახედვის გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება. რობინ დანიგენი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ანტიდემოკრატიულ კურსს შეიცვლის და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სიარულს კვლავ გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები