მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით აღმაშენებლის ოქროს საკოლექციო მონეტის გაყიდვა 13 დეკემბერს დაიწყება

61b31e6283777
ინგა მურუსიძე
10.12.21 13:54
978
საქართველოს ეროვნული ბანკი "საქართველოს მეფეების“ სერიის დავით აღმაშენებლის ოქროს საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს.

დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 13 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მონეტების შეძენის წესებსა და პირობებს გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ ბმულზე.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები