მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად 9 თებერვლამდე მუშაობდა - უწყების განცხადება

რაჭის ტყე

თავდაცვის სამინისტროში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მინისტრის მრჩევლად მუშაობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მას უფლებამოსილება ჯუანშერ ბურჭულაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შეუჩერდა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც აღნიშნულია, რომ სამინისტროში მუშაობის პერიოდში დავით ხიდაშელს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თავდაცვის სამინისტროში, დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.

ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები