მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ხიდაშელმა "რიყის დოქები" გაყიდა - ახალი მფლობელი "რიყე დომ"-ია

რიყის დოქები

დავით ხიდაშელმა რიყის დოქები გაყიდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ახალი მფლობელი 2025 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული კომპანიაა "რიყე დომ".

კომპანიის წილის 100%-ს შპს ნ.გ.ბ. ფლობს, რომელიც თავის მხრივ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნის. დირექტორი კი მიხეილ ტყეშელაშვილია. გარიგების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ევროპული საქართველოს ყოფილმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.

ტყეშელაშვილია თავად ფლობს და თავადაა დირექტორი შპს ბუფალოში. ასევე, დირექტორია შემდეგ კომპანიებში: შპს ფონიჭალა ვუდსში, შპს ზაჰესი ლენდსში, შპს ორთაჭალ ოილში, შპს პორტრეტ თბილისში, შპს დი ვიჟენ გრუპში და შპს მაქრო ფროფერთიში.

რაც შეეხება მფლობელ თორნიკე კოპალიანს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ფლობს, შპს ბამბუ გარდენსის წილის 10%-ს და თავადაა დირექტორი, შპს 3ფ-ს 100%-ს, შპს თპ კომპანის 100%-ს, მეღვინეობა ხვამლის 100%-ს. მისი თანასაკუთრებაა კოოპერატივი უდაბნო-ლახირიც.

ცნობისთვის, ე.წ. "რიყის დოქები" ხიდაშელმა 10 მილიონ ლარად შეიძინა. ხიდაშელს "რიყის დოქებში" 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების ვადა 12 მაისს ეწურებოდა. საქმე ისაა, რომ 2022 წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა "რიყის დოქები" 10 მილიონ ლარად შეიძინა. ქონება აუქციონზე გაიყიდა საინვესტიციო ვალდებულებით. კერძოდ, მესაკუთრეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ 12 მილიონი ლარის ინვესტიციის შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფომ დავით ხიდაშელს უკვე ჩამოერთვა კურორტი ახტალა. ხიდაშელმა ახტალა 2018 წლის ივნისში, საჯარო აუქციონის შედეგად 3.76 მილიონ ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით, მას ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

მიმდინარე წლის 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას ასევე ჩამოერთვა კურორტი "ლიბანი" 499,500 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა. კურორტი ლიბანი დავით ხიდაშელმა 2021 წლის მარტში შეიძინა და მასში 8 მილიონი ლარის ინვესტიციით 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო, თუმცა საინვესტიციო პირობები არ შესრულებულა.

ამასთან, 2023 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა. ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია HG Capra Caucasica-მ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის განვითარების ლიცენზია 2022 წლის 23 მარტს, აუქციონში გამარჯვების საფუძველზე მიიღო, ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები