დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს მომდევნო 5 წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი.
დავით ონოფრიშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 8 თებერვლიდან ხელმძღვანელობს.
ის 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.