მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, ბიზნესის ხმა აქტიურად ისმოდეს, რაც ასეცაა

სონღულაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის აქტიური კომუნიკაციაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ შედეგებზეც აისახება.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ბიზნესმა დღეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გამოყო, კადრების დეფიციტია. მისი თქმით, აღნიშნული პრობლების დასაძლევად კერძო სექტორს გარკვეული ხედვა აქვს და სახელმწიფოს მხარდაჭერაც აქტიურია.

„ბიზნესის მოტივაცია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ხმა აქტიურად ისმოდეს, რაც ასეცაა. მნიშვნელოვანია, რომ ის გამოწვევები, რომლებიც ბიზნესს აქვს ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მხარდაჭერილი იყოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კადრების დეფიციტთან დაკავშირებითაა. ცხადია, ბიზნესს აქვს გეგმები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა აქტიურია და ასე გაგრძელდება. ბიზნესთან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაციაა, რაც ეკონომიკურ შედეგებზეც აისახება“,- აღნიშნა სონღულაშვილმა BMG-სთან საუბრისას.