მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით სონღულაშვილის პირველი კომენტარი ბიუჯეტიდან თანხის დაუფლებისთვის დაკავებულ სამინისტროს თანამშრომელზე

დავით სონღულაშვილი

"დაკავებულია ხალხი, თუ კიდევ ვინმე იქნება დასაკავებელი იმასაც დააკავებენ. თუ არ იქნება, არ დააკავებენ", - ასე უპასუხა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა tv "პირველის" კითხვას, რომელიც ბიუჯეტიდან თანხის დაუფლებისთვის სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის მოქმედი უფროსის თორნიკე კაპანაძის დაკავების ფაქტს შეეხებოდა.

"ოცნების" მინისტრმა ამ კონკრეტული საქმის შესახებ საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ "გამოძიებას პასუხს ყველა გასცემს".

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს რამდენიმე ათასი ადამიანი, შესაბამისად, ვერ გეტყვით, რამდენიმე ათას ადამიანს აქვს თუ არა შესაძლებლობა მინისტრის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, ცხადია, აქვს.

სამწუხაროდ, თქვენ ცდილობთ დასტრესოთ გარემო, მაგრამ არ გამოგივათ... დაკავებულია ხალხი, თუ კიდევ ვინმე იქნება დასაკავებელი იმასაც დააკავებენ. თუ არ იქნება, არ დააკავებენ", - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

შეგახსენებთ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა.

დღეს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.

საქმე ეხება ბიუჯეტიდან თანხის დაუფლებას. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფში 12 პირი მონაწილეობდა, ხოლო დაუფლებული თანხა 826 ათას ლარს აჭარბებს. უწყების თანახმად, სქემის მონაწილე 11 პირი - 18 ივლისს დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები