მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავითაშვილი: EU-ს კანდიდატობაზე ყველაზე ძლიერი აპლიკაცია საქართველოს ჰქონდა

63aadf88a400f
ინგა მურუსიძე
27.12.22 16:38
465
ქვეყნებს შორის, რომლებმაც ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთეს, საქართველოს ყველაზე ძლიერი აპლიკაცია ჰქონდა, - განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ევროპულ ბაზართან ინტეგრაციის კუთხით არის მოწინავე.

„ევროპულ ოჯახს ნამდვილად ვუახლოვდებით იმ თანმიმდევრული, მიზანმიმართული პოლიტიკით, რომელსაც ვატარებთ. ეს ეხება ჩვენი ვალდებულებების შესრულებას DCFTA-ს ფარგლებში, სადაც საქართველოს ვალდებულებების 60%-ზე მეტი შესრულებული აქვს. საქართველო ევროპულ ბაზართან ინტეგრაციის კუთხით არის მოწინავე. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც განაცხადი გააკეთეს ევროკავშირის წევრობაზე, საქართველო ნამდვილად ყველაზე ძლიერი აპლიკაციით გამოირჩეოდა.

რაც შეეხება დამატებით 12 რჩევას, რეკომენდაციას, თუ პრიორიტეტს, რომელიც ევროკავშირის საბჭომ განუსაზღვრა საქართველოს. აქაც საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მუშაობდა, რადგან ასეთივე რეკომენდაციები განუსაზღვრეს უკრაინასაც და მოლდოვასაც. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვიმუშავეთ და აქაც ვითვალისწინებთ ჩვენი ევროპელი მეგობრების რჩევებს. საბოლოოდ, ველოდებით ვენეციის კომისიის რჩევებს“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები