მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავრჩები იქამდე, სანამ ადამიანების უსაფრთხოება საფრთხეშია - ომბუდსმენი პარლამენტთან მივიდა

640783d7d5ff8
ინგა მურუსიძე
07.03.23 22:27
777
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტთან მივიდა. იოსელიანი „ქართულმა ოცნებამ“ ომბუდსმენად დღეს აირჩია. მან უკვე გაავრცელა განცხადება, რომლითაც შს სამინისტროს მოუწოდა, არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა, ხოლო დემონსტრანტებს მოუწოდა, აქცია მშვიდობიანი ფორმით გამართონ.

იოსელიანი ამ ეტაპზე ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერ გააკეთებს შეფასებას, გამოიყენა თუ არა შს სამინისტრომ არაპროპორციული ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„მოვინახულე ადამიანები, რომლებიც სასწრაფოებში არიან ამ წუთებში და მხედველობაზე შეექმნათ პრობლემები. შევაფასე მდგომარეობა. მე გავავრცელე განცხადება და მოვუწოდე შს სამინისტროს, რომ არ გამოუყენოს არაპროპორციული ძალა. ვიმყოფები აქ, ჩემს მოქალაქეებთან ერთად. დავრჩები იქამდე, სანამ ადამიანების უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება“, - თქვა ლევან იოსელიანმა.

აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს კვერცხები დაუშინეს.