მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იოსელიანი გამოდის ინიციატივით, ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი გრანტების შესახებ კანონს მუხლად დაემატოს

6405ee9f4ddb3
BM.GE
06.03.23 18:05
4078
„მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი პარლამენტში აგენტების შესახებ ინიცირებული კანონის ავტორებს მიმართავს.

"თქვენ ალბათ გეცოდინებათ, რომ საქართველოში გვაქვს და მოქმედებს კანონი გრანტების შესახებ. ეს კანონი აწესრიგებს როგორც გრანტის მიღების, ისე მისი გახარჯვის წესს, ასევე აწესრიგებს გრანტის მიმღების მიერ ამ გრანტის მიღების სამართლებრივ საფუძვლებს. მე მაინტერესებს, თქვენ რასაც აყალიბებთ ამ კანონში და რაზეც თქვით, რომ ნახევარ წუთშიც ეტევა, ეს არის გამჭვირვალობა, სადღაც შეიქმნას რეესტრი, რომ ყველამ შეძლოს და ნახოს ვის რა შემოსავალი აქვს და საიდან იღებს მას.

ხომ ლოგიკური იქნებოდა, რომ ერთი მუხლი დამატებოდა გრანტების შესახებ კანონს და ყველაფერი იქნებოდა ამოწურული, აღარ იქნებოდა არც ამხელა აჟიოტაჟი, არც რაიმე პრობლემა იქნებოდა, არც ვიღაცისთვის აგენტის დაძახება მოგიწევდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი არ გამოიწვევდა განსაკუთრებულ ვნებათაღელვას, მით უმეტეს, იმასთან შეფარდებით, რაც ახლა ხდება. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რატომ არ შეიტანეთ ცვლილება ამ კანონში და რატომ დააინიცირეთ ცალკე ორ კანონად?", - აცხადებს ლევან იოსელიანი.

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.