მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას“ – რა თქვა ივანიშვილმა გახარიაზე

გახარია და ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრებს გასამართლებით ემუქრება.

„დავუბრუნდები ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას“, - ასე დაიწყო მან „იმედთან“ ინტერვიუში ყოფილ პრემიერსა და მისი პარტიის წევრებზე საუბარი. ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას გარეწარი უწოდა.

„პოლიტიკოსისთვის არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მაგრამ "ამ გარეწარს [გიორგი გახარია] და ამასთან ერთად რომ დგანან, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა და ნაციონალური მოძრაობის მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული.

რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ მკაცრი პაუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც, მათზე უფრო მეტი გაღიზიანება მაქვს. მათი უმრავლესობა ქართული ოცნების წევრები იყვნენ და ჩვენი მანდატით შევიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთი ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც" – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები