დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, - პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი მიიღო.
უმრავლესობის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიერ ინცირებულ კანონპროექტში ასევე წერია, რომ იურიდიული პირი, ვინც თავის სივრცეში დაუშვებს მოქალაქის შესვლას, რომელსაც პირბადე არ უკეთია - 500 ლარით დაჯარიმდება.
ჯარიმები არ შეეხებათ პირებს, რომლებიც წარადგენენ ცნობას, რომ პირბადე მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
კანონპროექტის თანახმად, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.
როგორც ოხანაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კანონი იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ქვეყანა პანდემია-ეპიდემიის პირობებში იქნება.