მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დე ფაქტო სანქცია - კობახიძის თქმით, ჯეიმს ო'ბრაიენს ივანიშვილის Credit Suisse-ის დავაზე დეტალები გააცნო

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიენს გააცნო ის რასაც თავად ივანიშვილი და “ქართული ოცნება” უწოდებს “დე ფაქტო” სანქციებს. საუბარია გაჭიანურებულ დავებსა და კონკრეტული გადარიცხვების შეფერხებაზე, რაც კობახიძის აღქმით წარმოადგენს “გლობალური ომის პარტიის” მხრიდან პოლიტიკური გავლენის გატარების მცდელობას.

თუმცა, თავად ჯეიმს ო'ბრაიენმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გასაოცარი და სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, რადგანაც მის წინააღმდეგ არავითარი სანქცია არ მოქმედებს.

“ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი) ასე არასწორად არის ინფორმირებული (დე ფაქტო სანქციაზე), გასაოცარი და სამწუხაროა. გარდა ამისა, ამის მიზეზით უარის თქმა ქვეყნის პარტნიორთან შეხვეხდრაზე ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში,”- განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

თუმცა, საკუთარ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას თუ რას უწოდებს ის “დე ფაქტო” სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა ამ კითხვაზე პასუხისას ისაუბრა სხვადასხვა ფაქტსა და მოვლენაზე, რომელიც ერთმანეთთან რთულად თუ კავშირდება. ერთია ივანიშვილის პირადი ბანკირის მიერ საკუთარი გამდიდრების მოტივით თაღლითური ოპერაციების დაწყება, ხოლო მეორე კი ივანიშვილის მიერ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შეწყვეტაზე. კობახიძის აზრით ეს ფაქტები მოვლენები დაკავშირებულია.

რაც შეეხება დე ფაქტო სანქციას, რა თქმა უნდა ფორმალური სანქცია არ არის, მაგრამ ეს დე ფაქტო სანქცია მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით მე ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ბატონ ო'ბრაიენს ვისაუბრე მაგალითად გარკვეულ შეხვედრაზე რომელიც შედგა ამ თანხის გაყინვის შემდეგ და რა მოთხოვნა იყო წამოყენებული და ასე შემდეგ. ამ შეხვედრაზე აქ დეტალურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მთელი რიგი დეტალები გავაცანი ბატონ ო'ბრაიენს. მე დეტალების თქმას მოვერიდები, რადგანაც არ მინდა დავაზიანო მთელი რიგი პარტნიორების მიმართ და უნდა დარჩეს დადებითი აღქმა მთელ რიგ პარტნიორებთან მიმართებით, ამიტომ დეტალებს ვერ ვიტყვი, თუმცა მოგახსენებთ რაზეა საუბარი, 2008 წელს რაც დაიწყო ძარცვა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის, ეს მოხდა მას შემდეგ ივანიშვილმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე, არჩევნების ტოტალური გაყალბების, ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ. ხოლო უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, წინ უსწრებდა მისი სხვა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება ჰქონდეს აღქმა დე ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია, რომელიც იძლევა ძალიან მყარი აღქმის არსებობის უფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დე ფაქტო სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საპირწონედ რომ კონკრეტულ ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯზე არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები